1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო

მსოფლიო

ომის 117-ე დღე – რა ხდება უკრაინაში

 * უკრაინაში საოკუპაციო ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე მიკოლაევის ოლქის ქალაქი ოჩაკოვა გახდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავდა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა სუმსა და ხარკოვზეც.   * დნეპროპეტროვსკში კი, ნავთობბაზის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, ოკუპანტები აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გამყარებას ცდილობენ, თუმცა უკრაინული მხარის მონაცემებით, სევეროდონეცკის, სლავიანსკისა ბახმუტის მიმართულებით მათი იერიშები შეჩერებულია.   * ხერსონის ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან […]

“არ არის გამორიცხული, რომ სტუმრების კიევში ჩასვლა მასპინძლისათვის კოშმარის დასაწყისი გახდეს” – რას წერს უცხოური პრესა

გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რეალისტი პოლიტიკოსების სამეულმა ზელენსკის არამხოლოდ სიტყვებით ასიამოვნა, არამედ მოთხოვნებიც წაუყენა“ (ავტორი – ქრისტოფ შილცი). როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, არ არის გამორიცხული, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების დროს ევროპელმა ლიდერებმა მასპინძელს მოუწოდეს უახლოეს თვეებში მოლაპარაკება დაიწყოს რუსეთთან და იფიქროს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე.  „ამას მოწმობს ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ქვეყნების – […]

რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადა – ომის დანაშაულია – ჯოზეფ ბორელი

“რუსეთის მიერ მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა – ომის დანაშაულია”, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ეს იქნება ის, რისთვისაც რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. “დაუჯერებელია, შეუძლებელია წარმოვიდგინო, რომ უკრაინაში მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული, და დანარჩენ მსოფლიოში ადამიანები შიმშილით იტანჯებიან. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. […]

“ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ამას ომის გამო ვაკეთებთ”- მაკრონი

ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ამას ომის გამო ვაკეთებთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია „ბიეფემთან“ ინტერვიუში განაცხადა.   მაკრონის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია.   „გზა გრძელი იქნება, მაგრამ ეს არის იმედის ნიშანი. ეს ასევე არის რუსეთის მისამართით გაკეთებული გზავნილი“, – თქვა მაკრონმა.   საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ […]

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება […]

აშშ-ს რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს  რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი იქნებოდა. მისი თქმით, უკრაინის დაცვას ექნება თავისი ფასი და ეს უკვე აისახა საწვავის გაძვირებაში.   „მე მკაფიოდ ვთქვი, რომ უკრაინის დახმარება, ნატო-ს ორგანიზება უკრაინის დასახმარებლად – ყველაფერ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ არ მოხდება, მაგრამ ჩვენ გვქონდა არჩევანი, არაფერი გაგვეკეთებინა და […]

ივერთუბანში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა

  ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტირება უკვე მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები მაისში დაიწყება. „რეკრეაციული სივრცეების განვითარების მხრივ, თბილისი ბოლო წლების განმავლობაში, მართლა შეიცვალა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გახდა უფრო მწვანე, გაჩნდა უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე […]