პოლიციამ აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების […]