1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია – “სირცხვილია” ვის წარმოადგენს?”- კახა კალაძე

“ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია – “სირცხვილია” ვის წარმოადგენს?”- კახა კალაძე

“ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია – “სირცხვილია” ვის წარმოადგენს?”- კახა კალაძე
0
0

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით,  20 ივნისის აქციაზე მყოფი მოქალაქეები “ნაციონალები” არ იყვნენ, მაგრამ თვითონ აქცია ორგანიზებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ახალგაზრდული პარტიის ფრთის, “სირცხვილიას” მიერ.

 

 

“აქციას რაც შეეხება, ეს არ ასახავს რეალობას, იმიტომ, რომ ევროპას, ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს – ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, ვისაც სურვილი აქვს საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი წინსვლა გვაქვს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც დათქმებია, ყველაფერი უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზად არის, რომ ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოს და ძალიან მალე მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მან უპასუხა შეკითხვას, დღესაც ფიქრობს თუ არა, რომ გუშინდელი აქცია “ნაციონალური მოძრაობის” აქცია იყო.

 

“კი, რა თქმა უნდა, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია, არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! “სირცხვილია” ვის წარმოადგენს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? აქცია ორგანიზებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და მისი ახალგაზრდული პარტიის ფრთის, რომელსაც ჰქვია “სირცხვილია”. მე არ ვთვლი, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ “ნაციონალები”, ამას არ ვამბობ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

(0)