1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი” – პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მთავარი მოთხოვნა დასახელდა

“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი” – პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მთავარი მოთხოვნა დასახელდა

“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი” – პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მთავარი მოთხოვნა დასახელდა
3
0

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე რეგიონებში გასვლას აანონსებენ.

„წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, მათ აქვთ 1 კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ან ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ.

მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში ქალაქში და სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთს ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

(3)