ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა

ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი, თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით​, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და საქართველოც ამ გზაზეა. […]

“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი” – პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მთავარი მოთხოვნა დასახელდა

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე რეგიონებში გასვლას აანონსებენ. „წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო […]

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე. „მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს […]

“ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია – “სირცხვილია” ვის წარმოადგენს?”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით,  20 ივნისის აქციაზე მყოფი მოქალაქეები “ნაციონალები” არ იყვნენ, მაგრამ თვითონ აქცია ორგანიზებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ახალგაზრდული პარტიის ფრთის, “სირცხვილიას” მიერ.     “აქციას რაც შეეხება, ეს არ ასახავს რეალობას, იმიტომ, რომ ევროპას, ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს – ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, ვისაც სურვილი აქვს საქართველო გახდეს იმ […]

ეს იყო ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის – კარლ ჰარცელი

გუშინ რაც ვიხილე, იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი გავიდა გარეთ, რომლებსაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცათ. „პოლიტიკურ ხასიათთან დაკავშირებით კომენტარები გვერდზე გადავდოთ. არ გავაკეთებ კომენტარს, მხოლოდ ვიტყვი, რომ კანონიერ, […]

“ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით”- ღარიბაშვილი

ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე. ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას, ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინის დაპირებებს.   ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარს მხოლოდ ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის შემდეგ შეძლებს.   […]