ომის 117-ე დღე – რა ხდება უკრაინაში

* უკრაინაში საოკუპაციო ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე მიკოლაევის ოლქის ქალაქი ოჩაკოვა გახდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავდა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა სუმსა და ხარკოვზეც.
* დნეპროპეტროვსკში კი, ნავთობბაზის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, ოკუპანტები აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გამყარებას ცდილობენ, თუმცა უკრაინული მხარის მონაცემებით, სევეროდონეცკის, სლავიანსკისა ბახმუტის მიმართულებით მათი იერიშები შეჩერებულია.
* ხერსონის ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარება წელს იგეგმება.- ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
* უკრაინის დამცველებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობა მარინკას რაიონში, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა. – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
“ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
* უკრაინელი პარტიზანები რუს ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფეხის მოკიდების საშუალებას არ აძლევენ. უკრაინელები რუს სამხედროებთან ბრძოლას ოკუპირებულ ტერიტორიებზეც კი აგრძელებენ. – ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტი იტყობინება.
* “1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია – როსტოვსა და კურსკში, საპყრობილეში, როგორც ომის ტყვეები, ისინი უნდა გათავისუფლდნენ.” – უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკმა.
* რუსეთს არ შეუძლია იმის გარანტია გასცეს, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ. – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა
(3)