ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა
ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი, თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და საქართველოც ამ გზაზეა. […]